суббота, 19 марта 2011 г.

მახინჯები


მოსახვევიდან პატარა, ოდესღაც ყვითელი ავტობუსი გამოჩნდა. ხალხი ზანტად წამოიშალა ხის სკამებიდან. კარი ჯახანით გაიღო. ავტობუსმა ფშვინვით ამოიოხრა და მყრალი გამონაბოლქვით გააჯერა ჰაერი.
მახო თვალებად იქცა. ჩამომსვლელებზე ასრიალებული მზერა მოუთმენლად ცდილობდა სალონში შეღწევას.
არა, დღესაც არ ჩამოვიდა
ისევ აღარ მოუნდა ცხოვრება. რამდენიმე წამით ყველაფერმა აზრი დაკარგა. ხალხი ჩოჩქოლით ადიოდა და ჩამოდიოდაისე შორი იყო ხვალამდეხვალინდელი ყვითელი ავტობუსის იმედისმომცემ გუგუნამდეპირგამშრალმა მახომ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.
რაო, მახო, არ ჩამოვიდა? – მოესმა ზურგსუკან.
შეკრთა. თავისი დარდი ღრმად, გულის კუნჭულში ჩაჩურთა.
არა, არ ჩამოვიდა
ვაა! – გადაიქნიეს თავები გრძელ სკამებზე ჩამომსხდარმა კაცებმა.
მე თვითონ უნდა წავიდეჩამოვიყვანო… – ეს სოფელში უკვე ცნობილი ფრაზა ამწამს მოფიქრებულივით წარმოსთქვა.
უნდა წახვიდე, მაშ! – კვერი დაუკრეს ჩვეულებრივ.
მახო მკვეთრად მობრუნდა და ჩქარი ნაბიჯით სახლის გზას გაუყვა. ზურგსუკან დარჩენილ სახეებზე ღიმილმა ახლა თამამად გამოჟონა და ხორხოცში გადმოიღვარაშორს გასულ მახომდეც მიაღწიაჭკუასუსტი კი იყო, მაგრამ მიხვდა, მას გამოჰყვა ეს ხმებიშეეშინდა, უძიროდ შეეშინდა, როგორც ბავშვებს ეშინიათ სიბნელეში მარტო დარჩენისნაბიჯს აუჩქარათუ მას დასცინიან, სჯობს, არ იცოდეს, – უფრო იგრძნო, ვიდრე გაიფიქრა
* * *
ოჯახს მახინჯიც გამოერევაო, იტყვიან
სოფელს არ შეუძლია მახინჯის გარეშე. ბორცვი მხოლოდ უფსკრულთან მიმართებაშია მწვერვალიმისთვის, ბორცვისთვის, აუცილებელია უფსკრული, რათა თავი უბრალო მიწად არ იგრძნოს
მახოს გვერდით ბევრი განიცდიდა სასიამოვნო უპირატესობასმოყვასის კეთილგანწყობა და შურისაჭირო ადამიანის ავგაროზებიმას არასოდეს მფარველობდა. თვითონაც გრძნობდა, რომ სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ყოველთვის მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ინტონაციით მიმართავდნენ. არავის სურდა მასთან მსჯელობა, არავინ უყვებოდა ახალ ამბებს, არ ახედებდა თავის აზრებშიიგი ზედმეტიც კი არ იყოისეცარიელი ადგილი. სიცარიელე კი ყოველთვის ავსებს რაღაცას, – მახო სოფლის პატივმოყვარეობას ავსებდადა თუმცა ინსტინქტურად სულ ცდილობდა ყურადღების მიქცევას, მისი თვითდამკვიდრების მცდელობა სმენითაღუქმელ სიხშირეებზე მღაღადებელ ხმად რჩებოდა სოფელსა შინა
რატომ იყო ასეთი, არავინ იცოდა. მშობლები ნორმალური ჰყავდა, ძმაც. ერთი შეხედვით სხვებისგან არც გამოირჩეოდასანამ ლაპარაკს არ დაიწყებდა. მისი გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებით მაშინ გახდა თვალშისაცემი, როცა ბავშვობიდან ფეხი გადმოდგაფეხი გადმოდგა და მეორეთი ჩარჩა, ჩაიჭედაროდესაც ბავშვობა ორ ათეულ წელს შეყოვნდა დიდ, წვერულვაშიან და მხარბეჭიან სხეულში, ცხადი გახდა, მან აქ სამუდამოდ დაისადგურა
ერთი სიტყვით, მახო უწინდებურად დარბოდა ტყე-ღრეში, სადაც მონდომებით მღეროდა სიმღერებს ინდური ფილმებიდან; ერთგული მეგობრებივით უყვარდა ცხოველები და გარშემომყოფი უსულო საგნებიც კიწლებმა ვერ გამოუმუშავა ემოციების შედედების უნარი, მას ბავშვივით უკიდეგანოდ უხაროდა, უფრო ხშირად კი სწყინდა, სანამ ბოლო წვეთამდე არ დაიცლებოდასამყაროსაც ისევე სიღრმისეულად და მძაფრად აღიქვამდა, როგორც ოცი წლის წინათ
ხალხთან ყოფნა უყვარდა, თუმცა უმეტესწილ დროს მარტოობაში ატარებდა. ზოგჯერ ისე ძალიან უნდოდა, სხვა კაცებთან ერთად მდგარიყო და ემსჯელა, ვთქვათ, პურის მოსავალზე, რომელიც მას არ მოჰყავდა, ქალებზე, რომელიც არასდროს ჰყოლია და მეზობლებზე, რომლებიც არად აგდებდნენმაგრამ როგორც კი თავყრილობას უახლოვდებოდა, საიდანღაც გაჩენილი მამისა და ძმის დაბრიალებული თვალები ეფეთებოდა. ისიც მაშინვე ემორჩილებოდა მათ უსიტყვო ბრძანებას და სახლში მიდიოდადედის ფრთის ქვეშ
* * *
პირმშოს პირველი დანახვისას დაკარგა თავი ნუნუმ. ლამის ფიზიკურად იგრძნო, როგორ დაიმონა მისი ნება და სიცოცხლე ამ პატარა არსებამ. ამიერიდან ნუნუ მხოლოდ მას ეკუთვნოდა.
რისი ბრალი იყონუნუ წლების შემდეგაც ვერ მიმხვდარიყორატომ უყვარდა ასე მტკივნეულად, სუნთქვის შეკავებამდე ეს კეთილი ღიმილი, მაყვალივით შავი თვალები, გრუზა თმის გულისშემძვრელი სურნელი. მეორე ვაჟის მიმართ დამნაშავედაც კი გრძნობდა თავს. განა ის არ უყვარდა – „ენაცვალოს დედა“ – მაგრამ მახოპირმშოზე განცდილი პირველი დედობრივი გრძნობის ბრალი იყო, თუ ავადმყოფი ნაშიერის წამლეკავი სიყვარულის ფენომენი, მხოლოდ ადამიანს რომ ახასიათებსასეა თუ ისე, ნუნუსთვის ჯერ მახო იყო და მერე დანარჩენი სამყარო
ქალს არასოდეს თრგუნავდა შვილის მდგომარეობა. რას იზამ, ყველაფერი ერთად ვისა აქვსჭკუა სულაც არაა ბედნიერების საწინდარი. სამაგიეროდ, მახოს ისეთი სრულყოფილი გარეგნობა მისცა ღმერთმა, ისეთი სუფთა გულისადღაც გონების სიღრმეში ჩამალული უხილავი ტრანსფორმატორი დედური სიბრმავის ხარჯზე განადგურებისაგან იცავდა
თუმცა ბოლო დროს ერთი საფიქრალი აკვიატებოდამახო დაკაცდა, ასაკი მოუვიდა. დრო იყო, თავისი ოჯახის ბედნიერებაც განეცადა. ნუნუ სულ უფრო და უფრო ხშირად ფიქრობდა ამაზე. იცოდა, ადვილი არ იქნებოდა მახოსთვის ცოლის მოყვანა, და მეორე ვაჟისაგან განსხვავებით, რომელსაც გამუდმებით უწუნებდა გოგოებს, იგი გულწრფელი კეთილგანწყობით მიიღებდა მახოს ცოლად გლახაკს, კოჭლს, ელამს თუ წლოვანს. ყველაფერზე თვალს დახუჭავდა, ყველაფერზე თავს დაუხრიდა, ფეხებს დაუკოცნიდაოღონდაც სცოდნოდა, რომ მისი შვილი მოსიყვარულე ქალის მკლავებში ბედნიერი იძინებდა
ერთი ეგაა, ბერიკაცს ვერაფერი მოუხერხარამდენჯერაც ჩამოაგდო ამ საკითხზე საუბარი, პასუხად მრისხანე ღრიალი მიიღოთუმცა ფარ-ხმლის დაყრას მაინც არ აპირებდაერთხელაც ისეთი დრო შეარჩია, როცა ზურაბი განსაკუთრებით მშვიდი და კმაყოფილი ჩანდა
* * *
კაცმა მოსუფთავებულ ცარიელ თეფშს ბრაზიანად წაჰკრა ხელი. ნუნუ გაჩუმდა. ქმრის დაწყნარებას დაელოდა.
კარგი, ქალო, ნუ იცი რაღაცის აკვიატება-მეთქი! არა, ერთი, რად უნდა ცოლი, ამიხსენი!
კაცი დაბერდი, არ იცი, ცოლი რად უნდათ ხოლმე? – შებედა ქალმა.
კაი, ნუ იცი ხოლმე უაზრო ანგლობა. – დაიღრიჯა ზურაბი, – მართლა გეუბნები, რად უნდა ცოლი? ოჯახს ეგ ვერასოდეს შეინახავსსანამ ჩვენ ვართ, ხომ კარგი, მერე თავისი ძმა აიკიდებს, ალბათახლა ოჯახით აზიდინეთავისიც ეყოფაან რა შვილები უნდა ჰყავდეს, თავისნაირები? – ქალი თუ მოუნდება, – თუ მოუნდება საერთოდ როდესმე, – სოფლის ბოლოში გაისეირნოს, მაშოსთანცოლი!.. – ღვარძლიანად დაასრულა ზურაბმა.
რაებს ბოდავ, თუ ატყობ! ქვა გაქვს მკერდში, ქვა! ჯერ ხომ სიტყვას ვერ ამოგაძრობს კაცი პირიდან, თუ ხმა ამოიღე ხომ, შხამს ანთხევ მხოლოდ!
მოულოდნელად კაცმა გაშლილი ხელისგული მთელი ძალით მაგიდას დაჰკრა.
მე კი არა მაქვს ქვა მკერდში, შენა გაქვს ტვინის ნაცვლად. ოღონდ ქვა კი არა, თივა! თუ შხამს ვანთხევ, იმის დარდით ვანთხევ! თუ დავმუნჯდი, იმის დარდმა დამამუნჯა! თუ სხვა ერთს ფიქრობს, მე ორის ნაცვლად მიწევს! თუ სხვა ერთ ვენახს უვლის, მე ორს ვაკვდები!.. ორი კაცისას ვწყვეტ ჭაპანს. ქალო, და მთელი სოფლის დარდი მაზის კუზივით!
რას ამბობ, შვილი შენს გარდა არავის ჰყოლია, აი… – წაიბურტყუნა ნუნუმ და მაშინვე ინანა. კაცი წამით გაშეშდა, თითქოს ვერ მიხვდაო, რას ეუბნებიან. სახე ნელ-ნელა დაუწყნარდა, ბუნებრივი ფერი დაუბრუნდა. ამოიხვნეშა და ხელი ჩაიქნია. სანამ ოთახიდან გავიდოდა, ერთხელაც მოუტრიალდა ცოლს და უკვე ჩვეულებრივი ხმით უთხრა:
განა შვილი არა ჰყოლიათმაგრამ ხომ გაუზრდიათ და დაუფრთიანებიათვალი მოუხდიათმე კი ეს ვალი სამარემდე უნდა მივათრიო, მერე კი დარდი წავიღო მისიარ უთხოვნია ამ ქვეყნად მოსვლააქ კი მისი ადგილი არ ყოფილამე დიდი ბედნიერებით დავუთმობდი ჩემსას, მაგრამ შეუძლებელიაყველას თავისი ადგილი აქვსხოდა, ვწვალობ მას შემდეგ, ორი კაცისას ვწვალობჩემო ნუნუ, შენ თუ აქამდე ამას ვერ მიხვდი, არც ახლა ხარ რამის გამგები. ჰქენი რაც გინდა, შერთე ცოლი, თუ შეძლებკაცმა რომ თქვას, შენც ჩემს დღეში ხარ, მაგრამ ვერ ხვდები, ბედნიერო… – წელმოწყვეტილივით გავიდა ზურაბი. ნუნუ თვალდაჭყეტილი შესცქეროდა გახურულ კარს. სულ გაგიჟდაო, ბერიკაცი, წაიბურტყუნაადგილს ვეძებო მახოსთვისთავისთვის მოძებნოს ადგილი და მოინელოს, ორი ჭიქა დაულევია
მძიმე გრძნობის მოსაცილებლად ნუნუმ ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, ვინ შეიძლება ითხოვონ რძლად
* * *
შეთვალიერებულ გოგონებთან რომ არაფერი გამოუვიდა, ნუნუმ თანამიმდევრულად სოფლის ყველა გასათხოვარ ქალზე დაიწყო მათ ნაცნობ-მეგობრებთან გადაკრულად საუბარი
…. ზურგსუკან იყო ერთი ხორხოცი, ქილიკი და მორიგი კანდიდატურის გამოცნობა. ნიძლავებიც კი იდებოდა, ვის მიადგებოდა ნუნუ შემდეგ ჯერზე.
ქალი კი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ შეუმჩნევლად მოქმედებდა. კარგა ხანი იმედს არ ჰკარგავდა. ბოლოს შეფიქრიანდა. რაღაცნაირად, ბრაზი მოერიაკეთილი გულუბრყვილო სახე ნაღვლიანი გაუხდა. მერე კი, ერთხელ, მშობლებს ესტუმრა მეზობელ სოფელში და იქ შემთხვევით ლია გაიცნო
საღამო ძლივს მოვიდა. ნუნუს მთელი დღე მოუთმენლობისგან სული ელეოდა, ისე უნდოდა, ქმრისთვის ახალი ამბავი ეცნობებინაცოტა ეშინოდა კიდეც. ვენახიდან დაბრუნებულს ისე ევლებოდა თავს, ისე მარდად გაუმზადა ვახშამი და დასაბანი წყალი, რომ კაცმა ბოლობოლო რაღაც იეჭვა.
რაღაც ამბავია შენს თავს და, არ მომწონს
ნუნუ მის ყურთან დაიხარა და გაბრწყინებულმა ჩასჩურჩულა: – ქალი მოვნახე
ზურაბი მაშინვე მიხვდა, რა ქალზე იყო საუბარი. მობეზრებით დაიღრიჯა. – „ამან ხომ გული გააწყალაო“, ხელი ჩაიქნია და ეზოში გავიდა
არაფრით ეგონა, სოფელში ერთი ქალიც თუ დათანხმდებოდა მისი უფროსი ვაჟის ცოლობასაკანკალებული თითებით ძლივს მოუკიდა სიგარეტსნეტავ, ვინააგამოდის, ნუნუ არ ყოფილა მთლად მტყუანი, მათი შვილი კი სულ წყალწაღებულირაღაცნაირად, გული მოუბრუნდა ბერიკაცს. თითქოს შვილი მის თვალში ამაღლდა კიდეცვიღაცა მზადაა მახოს გვერდით იაროს სოფელში, არ რცხვენოდეს მისი ცოლობის, მოეფეროს, უყვარდესდაუჯერებელიამან ხომ, მამამისმა, კარგად იცის, რომ მახო სულელიაგული ეგლიჯება, მაგრამ ფაქტს ხომ ვერ გაექცევანუნუსავით ხომ არ აბრმავებს შვილის ნაწამები სიყვარულიამიტომაა გასაოცარი, რომ ვიღაცა მზადაა, ნებაყოფლობით შეუშვიროს სუსტი ქალური ზურგი ამოდენა სიმძიმესვინც უნდა იყოსრატომ?! უბრალო ოჯახი აქვთრითიმოხიბლანუნუმ ის ქალინუთუალბათკაცმა მძიმე აზრები არ მოუშვა, ნამწვი გადააგდო და სახლში შებრუნდა.
ვინაა, აღარ იტყვი? – ვერ მოითმინა ბოლოს.
ნუნუს გული მიეცა.
ჩვიდმეტი წლის გოგოა, ტანკენარი, ულამაზესი პირსახე აქვს.
ზურაბს გული ისე უძგერდა, შეეშინდა, ნუნუსაც არ გაეგო.
როგორ, არც კოჭლია, არც კუზიანი?! – ძლივს ამოიღო ხმა, თუმცა სარკასტული ტონი არ გამოუვიდა.
არა, მაგრამისიც ცოტა…. მახოსავით
კაცს თითქოს რაღაც ჩაუწყდა მკერდში. სული შეეხუთა. აი, თურმე რაში ყოფილა საქმემაგრამრაც გინდა, ოღონდ არა ესორი არანორმალური ერთ ჭერქვეშ
ცოლ-ქმრის ჩხუბი ნუნუს მოულოდნელმა ცრემლებმა შეწყვიტა. წამის წინ გალურჯებამდე მოღრიალე კაცი შეცბათითქმის მეოთხედი საუკუნე იყვნენ ერთად და, მტირალი ნუნუ ჯერ არ ენახა. ის კი არადა, ხშირად ებრაზებოდა კიდეც მისი გულარხეინობის გამო. ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ მხოლოდ თვითონ ეზიდებოდა მათ საერთო უბედურებას. ცოლი შეუფერებლად ხალისიანად მიაჩნდა ყოველთვისამიტომ რაღაც მწარე სიამოვნებით ახსენებდა დროდადრო, რომ დებილი შვილი ჰყავდათახლაც ვერ მოითმინა
მუდამ შემართული ნუნუ ტახტზე მოკუნტულიყო და წლობით ჩაბრუნებული სისხლიანი ცრემლების ამოქვითინებას ცდილობდამოუხერხებლად, წვალებით, ხველით, თითქოს მათშივე იხრჩობოდაგულგახეთქილი ზურაბი დაბნეულად უყურებდა, როგორ დაურღვია ცოლს მუდამ ასე ვაჟკაცურად შენარჩუნებული წონასწორობა. ნელ-ნელა მიუახლოვდა, მერე გაბედა და ფრთხილად მოეფერა თმაზე
* * *
ბესოს გაუმარჯოს!
ახალგაზრდა კაცმა გაბრწყინებული მახოს შემჩნევისას ნაბიჯი შეანელა.
გაგიმარჯოსრა ხდება ახალი და კარგი? – ბესომ ჯერ კიდევ ნაშუადღევს შეიტყო უცნაური ჭორი. იცინა კიდეც სხვებთან ერთადვითომ, მართალია?!
ცოლი მოვიყვანე, – ბედნიერი თვალებით მახომ თავისი ეზოსკენ ანიშნა. გაოგნებულმა ბესომ მის მზერას თვალი გააყოლა. დაბალი ღობის მეორე მხარეს ახალგაზრდა ქალი ხიდან თუთას წყვეტდა და ჭამდა. ბესო ლამის დამუნჯდაგოგონა ძალიან ლამაზი იყობევრად ლამაზი ამ სოფლის გოგოებზე და თავად ბესოს ცოლზეცუნებური პატივისცემით მზერა ისევ მახოზე გადმოიტანა. ორიოდე წამი სიტყვებს ეძებდა. მერე მოძალებულ აღშფოთებას სძლია და მახოს მხარზე ხელი დაჰკრა.
გილოცავ, ძმაო! როდის მოხდა ეგ ამბავი?!
სიტყვაძმაოსასიამოვნოდ მოესალბუნა მახოს მიუჩვეველ ყურს, გულში სითბოდ ჩაეღვარა და ყოველ უჯრედში გაჟონა. პირველად მიმართეს ასე, თანასწორივით, თავისიანივით. გაუცნობიერებლად ძალიან მოუნდა, მასაც ეთქვა რამე ისეთი, რაც მათ ერთ სიბრტყეზე ყოფნას გაამყარებდა, გაახანგრძლივებდაამიტომ შეთქმულივით თვალი ჩაუკრა მეზობელს, მრავლისმეტყველად შეხედა და ჩუმად უთხრა:
ოღონდ, ცოტა ვერ არის… – თითი საფეთქელთან დაიტრიალა და ალალად დაელოდა ბესოს გაცინებას
ბესოს გულზე მოეშვა. აი, თურმე რა ყოფილაგამხიარულდა. მახოს მომლოდინე სახის შემჩნევისას მასავით შეთქმულივით ჩაიცინა, მუჯლუგუნი ჰკრა მხარში
გამორჩეული დიდსულოვნებაა საჭირო, აგრესიის გარეშე მიიღო მახინჯის პრეტენზია სივრცეზე
ბესო სწრაფი ნაბიჯით გაეცალასოფლად ახალი ამბის გავრცელებას ჩქარობდა
მახო სახეზე შეციებული ღიმილით ერთხანს ჭიშკართან დარჩა. ეზოსკენ გაიხედა. ლია ისევ ჭამდა თუთას.
ახლა მას ცოლი ჰყავსბესოსავითგიასავითილოსავითახლა ის ყველასნაირიათავში აღარ წამოარტყამენარც მამა დაუწყებს თვალების ბრიალს ხალხშიახლა ყველაფერი კარგად იქნება.
ლია ისეთი კარგი გოგოამხიარულითამამიისეთი ლამაზიახელისგულზე ატარებს მახოდაიცავს, თუკი ვინმე აწყენინებსსაკუთარი თავის დასაცავად თითიც არასოდეს გაუტოკებია, სიტყვაც არ უთქვამსახლა კი ძალების ისეთ მოზღვავებას გრძნობდამდედრის მფარველობის არქაულმა ინსტინქტმა, ყველა ჭეშმარიტ მამაკაცს გენებით რომ ენიჭება, ნეტარებით აავსოდიდ და ჭკვიან კაცად იგრძნო თავი. მოჭარბებული სიამაყისგან ცრემლიც კი მოადგა
ლიამ მისკენ მოიხედა და ხელი დაუქნია.
მოდი, იცი, რა გემრიელი თუთაა?!
მახო აჩქარდა, ეზოში სირბილით შევიდა. ლიამ პირთან მიუტანა თუთა. მახომ მორჩილად ჩაღეჭარამდენი ზაფხული ჭამდა ამ თუთას, მაგრამ, რატომღაც, ასეთი გემრიელი არასოდეს მოსჩვენებია
* * *
ნუნუ მალულად უთვალთვალებდა წყვილს სახლიდან. ძალიან ღელავდარა ამბავიც ააგორა, ყველაფერზე ხომ ის იყო პასუხისმგებელი. მით უმეტეს, ქმარი და უმცროსი ვაჟი წინააღმდეგნი იყვნენმთელი დღეა, თითქმის არ უჭამია, არც არაფერი უკეთებიამხოლოდ გაფაციცებით თვალყურს ადევნებდა მახოსა და ლიას
მანამდე ნუნუ სულ ორჯერ შეხვდა გოგონას. პირველად გაეცნო, დაელაპარაკა. ლია მაშინვე დათანხმდა მის შემოთავაზებას. ჭკვიანი გამომეტყველებით მოუსმინა ქალის არეულ საუბარს, მერე ისე საქმიანად დაელაპარაკა, ნუნუს წამით ეჭვიც კი შეეპარა მის გონებაშეზღუდულობაშიმეორე შეხვედრაზე მახოც წაიყვანალია თამამად მიუახლოვდა დამორცხვებულ ვაჟს და ხელი გაუწოდა.
ლია! – თქვა ომახიანად.
გაწითლებულმა მახომ მუდარით შეხედა დედას. ნუნუმ თვალში ცრემლი შეამჩნია და გული გადაუტრიალდა. საბედნიეროდ ლიამ ვერაფერი შენიშნა.
მართლა ლამაზი ბიჭია, – უთხრა ნუნუს. მერე თავისი მწირი ქონება თურქულ უჯრედებიან ჩანთაში მოათავსა და, წავედითო, მიუბრუნდა დედა-შვილსჩასხდნენ პატარა, ფერგადასულ ავტობუსში და ნახევარ საათში სახლში იყვნენ
ლია იმდენად თავისუფლად იქცეოდა ახალ ოჯახში, ბოლოს მახოც გათამამდა. ორივე გახარებული იყო მოულოდნელი ურთიერთგაგებით. მხოლოდ თავისთვის გასაგებ სიბრტყეზე აღმოჩენილნი მთელი საღამო ლაპარაკობდნენ და ბავშვებივით ხითხითებდნენ
ის ღამე ნუნუმ თეთრად გაათენა. თვალებდაჭყეტილი, გასუსული იწვა ლოგინში და შეძრწუნებული ელოდა, ვაითუ მოვარდებოდა მახო აკანკალებული, შეშინებული, თავის ნერვიული ქექვითარა, შეუძლებელია, არაფერი სცოდნოდაამ ასაკშიბოლობოლო, ლია ორჯერ იყო გათხოვილი, ასე, რომმაგრამ ნუნუ მაინც გულის კანკალით ელოდა გათენებას.
* * *
მშობლები არ ახსოვდა ლიას. გონებასუსტ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, მერე უფროსმა დამ წამოიყვანა. მამაპაპეულ სოფელში ერთად ცხოვრობდნენ, სანამ და თბილისელს გაჰყვა ცოლად. ლია მარტო დარჩადის ახალ ოჯახს ისე ეთაკილებოდა მასთან დამოყვრება, რომ საერთოდ აღკვეთა ყველანაირი ურთიერთობა. ლიამ დის თბილისური მისამართიც კი არ იცოდა. თუმცა, რომც სცოდნოდა, მარტო ვერაფრის დიდებით მიაგნებდა, მისი დაპატიჟება კი არავის უფიქრია, ისე, არც უყვარდა ლიას ქალაქი. და პირველ ხანებში აკითხავდა სოფელში, მერე უფრო და უფრო იშვიათადბოლოს სულ გაქრა
ლიას პირველი ქმარი მიწის მუშა იყო, უზომოდ ჩუმი, ზანგივით შავი და ბანჯგვლიანი. დილიდან საღამომდე ნაკვეთში შრომობდა. ცოტა ფულიც შეჰქონდა ოჯახში. დედამთილი ლიას შემოსვლის დღიდან მოსთქვამდა, რა სჭირდა საამისო ჩემს შვილსო. ლია დიდ ყურადღებას არ აქცევდა. მთავარია, იცოდა, აქ შიმშილით არ მოკვდებოდა
ქმარი მაშინ მიატოვა, როგორც კი შიმშილობის თვეები დაავიწყდა და სავსე კუჭმა მარადიული კეთილდღეობის ილუზია შეუქმნა
მეორედ კარის მეზობელს გაჰყვა. ეს ორმოციოდე წლის ქვრივი ჯმუხი, ბუღასავით მამაკაცი იყო. შუბლქვეშიდან უყურებდა ხოლმე ახალ ცოლს, რაღაც გაბოროტებით, ცხოველური ნდომით. ლიას მასთან კიდევ უფრო ნაკლებად მოეწონაკაცი ხშირად სვამდა, ზოგჯერ სცემდა კიდეც და სულ ერთი რამ ჰქონდა აზრად. ამიტომ, გამოიზამთრა თუ არა, თავის სახლში დაბრუნდაიყო ერთი აყალმაყალი, მუქარა და კარზე ღამეული ბრახუნი. ლიას აქ უკვე აღარ ეცხოვრებოდა, მაგრამ არც ის იცოდა, რა ექნა. საბედნიეროდ, სწორედ ამ დროს ნუნუც გამოჩნდა
ასე რომ, ლიას არასოდეს არავინ ჰყვარებია მაინცდამაინც. არც ყოფილი ქმრებიარ გააჩნდა ადამიანთან მიჩვევის უნარი. გადარჩენისათვის მუდმივ ბრძოლას შეჩვეულს იმდენად გულუბრყვილოდ უყვარდა თავი, სხვებისთვის გულში ადგილი არ რჩებოდა. ბევრი ჭკვიანივით, სხვას მანამ ევლებოდა თავს, სანამ სჭირდებოდამთელი მისი ხანმოკლე არსებობა კი უორბიტო მეტეორის ბოდიალს ჰგავდა, ცივ კოსმოსში მიზიდულობის ძალის განწირული ძიებით.
მახო ერთი შეხედვით მოეწონა. ასეთი ლამაზი ქმარი ჯერ არა ჰყოლია. კეთილიც ჩანდამასთან ლაპარაკიც საინტერესო იყო
საღამოს კი, დასაძინებლად რომ წავიდნენ, აღმოჩნდა, რომ მახომ არაფერი იცისთუ არ შეუძლიალიამ თავიდან კინაღამ დასცინა, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა. გაიაზრა, რომ თუ ხმას არ ამოიღებდა, ღამღამობით თავს დაანებებდნენ და მხოლოდ გამოძინებას მოუნდებოდა. გოგონას უმწიფარი, ზრდადაუსრულებელი ორგანიზმი ზანტად პასუხობდა მამაკაცის ვნებას, უფრო სწორად, თითქმის სულ არ პასუხობდა. მით უმეტეს, რომ ყოფილი ქმრები დიდი ალერსიანობით არ გამოირჩეოდნენ, განსაკუთრებით მეორისგან იყო ძალზე შეწუხებული
ამიტომაც დააჭირა ენას კბილი ლიამ.
* * *
ახლა ერთად დარბოდნენ ტყე-ღრეში, მდინარეზე. მახო აღარ ატარებდა დღეს მარტოობაში. აქამდე არავის მოუყოლია მისთვის ამდენი საინტერესო ისტორიამახო უკვე აღმერთებდა ლიას თვალების გრძელ ჭრილს, პაწია ხალებს ლოყაზე, ხმასაღარც ახსოვდა თითქოს, როგორ ცხოვრობდა ადრე. მასთან არ ეთაკილებოდა თავის სისულელის. ეს გოგო ერთადერთი ადამიანი იყო სოფელში, ვინც თანასწორივით ექცეოდა
ლიას კი უკვე დაავიწყდა მშიერი დღეები, მოსულიერდა, მოსუქდა, მაძღარმა კუჭმა ისევ შეუქმნა მუდმივი კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ აქედან წასვლა აზრადაც არ მოსვლია. მეტიც, უკვე იცოდა, რომ აქ სამუდამოდ დარჩებოდაახალი ოჯახი ძალიან მოსწონდა. მახოს გარეშე კი საათსაც ვეღარ ძლებდამაშინვე ნერვიული მოუსვენრობა იპყრობდა და მის ძებნას იწყებდა მთელ სოფელში. მოშინაურებული ლეკვის ერთგულებით დასდევდა კუდში, მახოც სიამოვნებისგან დნებოდა. ეს უცნაური სიყვარული ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევდა სოფელში
მახო ახლა სხვა კაცებთან ერთად იდგაბირჟაზე“, ზოგჯერ ლაპარაკშიც ერთვებოდა, დინჯად, ღირსეულად. ამ დროს თავი ძალიან მოსწონდა და საერთოდ ვერ ამჩნევდა ჩასაფრებულ მოხეტიალე ღიმილს
ვენახში სიარულიც სცადა. მართალია, იქ მხოლოდ ფეხებში ებლანდებოდა მამასა და ძმას, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი იყო. იმდენად შეიფერა ახალი მდგომარეობა, ბევრმა მართლაც შეიცვალა დამოკიდებულება მის მიმართშეფასება ძალიან ხშირადაა თვითშეფასების პროპორციული
ნუნუც ბედნიერი იყო. თვალაციმციმებულს ახლა მუდამ გამარჯვებულის იერი დაჰკრავდა სახეზე, თითქოს გამვლელ-გამომვლელს უსიტყვოდ ნიშნს უგებდაზურაბიც აღარ დადიოდა სულ მოქუფრული და ღვარძლიანი, აღარც მახოს უბრიალებდა თვალებს, „ბირჟაზერომ შეამჩნევდაოჯახი რაღაცნაირად წელში გაიშალა, გახალისდა
* * *
ლია არც დაუფიქრდა, რატომ თქვა ეს ყველაფერი
მეზობელმა ქალმა გასაგები ცხოველი ინტერესით მოუსმინა
სოფლისთვის სამი თვის საკამათო და სალაზღანდარო საიდუმლოს ფარდა იმ დღის ბოლომდე აეხადა. იყო ნიშნის მოგება მათი მხრიდან, ვინც ვარაუდობდა, მახოს მამაკაცობა არ ექნებაო. მახოსკაცობისმცირერიცხოვანი დამქაშები გაოცებით იჩეჩავდნენ მხრებსაბა, მაშინ ამდენ ხანს რაღას უჩერდებაო ის გოგოქალები ნახევარღიმილით ჩურჩულებდნენ, ასევე ნახევარღიმილით იცხადებდნენ და ურთიერთგამგებად ფხუკუნებდნენ. კაცები თავდაჯერებული გამკიცხველობით და ხაზგასმული გაოგნებით ხელებს შლიდნენრად უნდოდა ახლა მაგას ცოლიოქუჩაში გამოსულ ლიას ახლა სხვაგვარად ათვალიერებდნენ, მახოს კი უწინდელზე აგდებით ექცეოდნენ
მაგრამ, რამდენიმე დღე გავიდა, და ახალი ამბავი გაჭიანურდა. არ შეიძლებოდა, დიდხანს გაგრძელებულიყო ასე. მოვლენა ლოგიკურად დაუსრულებელი იყო და განვითარებას საჭიროებდასოფელს ახალი სენსაცია მოსწყურდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდალია წასვლას არ აპირებდა, არც სოფლის კაცებს აგდებდა რადმე, რომლებიც ახლა ისე არ ჩაუვლიდნენ, რაღაც გადაკრული არ ეთქვათ ან თვალი მრავალმნიშვნელოვნად არ ჩაეკრათიგი უწინდებურად დასდევდა მახოს, თუმცა ეს ახლა ირონიულ კომენტარებსღა იწვევდასიტუაცია მოსაწყენი ხდებოდა და ვინ იცის, ეს როდემდე გაგრძელდებოდა, ვიღაცას წყაროდან მომავალი ლია რომ არ შეენიშნა მაზლთან ერთადთავისთავად, ეს ბევრი არაფერი, მაგრამ მაზლმა ქურთუკი გაიხადა და ლიას მხრებზე მოახურაშემოდგომის საღამო იყო, გრილოდა
წარ-მო-გიდ-გე-ნი-ათ!..
ახლა ყველაფერი ნათელია
იმიტომ არ დადის ეს ჭკუასუსტი კაცებში
სხვა რად უნდა, ხარივით მაზლი ჰყავს სახლში
ორჯერ განათხოვარიუზნეო
როგორ ვერ მიხვდნენ ადრე
ქურთუკს რომ მოაფარებს კაცი ქალსახალგაზრდა უცოლო კაცი ლამაზ სულელ ქალსმოაფარებს და, ალბათ, მოშიშვლებულ კისერზე შეეხებაკეფაზე შეასუნთქავსსხეულის სითბოს გადასცემსისიც ახედავსშეუძლებელიაწარმოუდგენელიბუნება ისეთი რამააბუნება, ბუნებაამაგისთანებს მოსვლიათ?! აქ კიჭკუასუსტი და მექალთანეჰმნამდვილად, ნამდვილად ასეა
სოფელი ნეტარებდა
* * *
ლიას გონებამდე არა და არ დადიოდა გადაკრული ნათქვამიმის შავ-თეთრ აზროვნებას ვერ სწვდებოდა ნიუანსები
როცა ეკითხებოდნენრამ გაგასუქა ასე, რამ წამოგიზარდა მუცელიოვერაფერს ხვდებოდა;
როცათქვენი და ლადოს საძინებელი გვერდიგვერდ თუ არისოვერაფერს;
როცაგვიან საღამოს ბაღჩაში რად მიდიოდიოვერაფერს
მხოლოდ ინსტინქტურ, გაუცნობიერებელ შფოთს გრძნობდა, როგორც კატა მიწისძვრის წინ
ერთხელაც მეზობელ ქალს მობეზრდა და პირდაპირ უთხრაკაი, კაი, შენი და ლადოს ამბავი მთელმა სოფელმა იცის, რაღას მალავო
ლიას ყელი მტკივნეულად შეეკუმშა, ისე, რომ ძლივს ჩაყლაპა ჰაერი. საფეთქლები, კისერი, გული ისე უძგერდა, თითქოს ყველგან პატარა ჩაქუჩებს ურტყამდნენუსუსურობამ თითქოს დაადამბლავასიტყვები აგონიაში აწყდებოდა ერთმანეთს ენის წვერზე და რაღაც საშინელის ნაცვლად, რაც თავით ფეხებამდე აბობოქრებდა, გაურკვეველი უაზრობა წაიბურტყუნა თავის გასამართლებლად
ლიამ მხოლოდ დილისკენ ჩათვლიმა
ახალი განცდების კორიანტელში ბორგავდა საუკუნე
დილით ადგა დაღლილი, სხვანაირი და თავისი თურქული უჯრედებიანი ჩანთის ჩალაგებას შეუდგა.
* * *
შარაზე ჯგუფ-ჯგუფად ელოდნენ ავტობუსის გამოჩენას. ზოგი მიემგზავრებოდა, ზოგი დამხვდური იყო, ზოგიც უბრალოდ ახალ ამბებს ელოდა.
მახო და ლია განცალკევებით რაღაცაზე ჩურჩულებდნენ. იქვე დაბალი ბეტონის ღობეზე ზურაბი ჩამომჯდარიყო და სიგარეტს აბოლებდა. სახეში ძველებური ღვარძლი ჩაღვროდა, დროდადრო იქვე მდგარ კაცებს ძუნწად უცვლიდა სიტყვას.
ჩამოხვალ? ნამდვილად ჩამოხვალ? – მეათასედ ეკითხებოდა დაბნეული მახო. მის სახეზე საცოდავ ვედრებას სასოწარკვეთა სცვლიდა.
ჩამოვალ-მეთქიხომ გითხარი, დას მოვინახულებთბილისში დავრჩები ცოტა ხანს
ხომ კარგად ვცხოვრობთ, არა? – უცებ ხელში ჩააფრინდა მახო. ლიამ მის მზერას ვერ გაუძლო. მიწას დახედა.
მისმინე ბიჭოახლა, ვის ვუმალავთმე და შენ ორივე სულელები ვართთვითონ არაფერი შეგვიძლიამამაშენი გვინახავს, ძმაშენ, ხომ იცი, არაფერი გამოგდისროდემდე ვიჯდე მათ კისერზეშენ კიდევ ხოშენ შვილი მაინც ხარმე აქ ადგილი არა მაქვსარა, არც სხვაგან მაქვს, მაგრამერთად კარგად ვართმაგრამ მარტო ჩვენა ვართ კარგადსხვებს ეს არ მოსწონთამიტომაც, არც დაგვაცლიანარ იტირო, ბიჭო, ხომ გითხარი, დავბრუნდები-მეთქიდას მოვენატრებოდისულ მეხვეწებოდნენ, ჩამოდიოერთი ეს ფული გამომართვი, მამაშენმა მომცამე მარტო ლარიანებს ვცნობლარიანებში გადამიცვალე, რა
მახო სიკვდილმისჯილივით გალასლასდა კაცების ჯგუფისკენ.
სად მიდიხარ? – შეუღრინა ზურაბმა.
ლია ათლარიანს ვერა ცნობს, ლარიანებად უნდა დავუხურდავო
ზურაბი წამოდგა.
მოიტა ერთი აქ, შენ რის დამხურდავებელი ხარ, – წაიბურტყუნა გაღიზიანებით და ფული გამოართვა.
მახო გათიშულივით უყურებდა მიმავალ პატარა ავტობუსს. უზარმაზარი სიცარიელე იყო სამყაროს მაგივრად, ისეთი რეალური, თითქოს ხელით შეეხებოდა კაცილიამ წაიყოლა სამყაროარა, ლია არ იყო მახოს ნახევარიისინი ერთად იყვნენ მთელი, ცალ-ცალკე კისულ არაფერი. სოფლის შემავსებელი სიცარიელე
რაო, მახო, წაგივიდა ცოლი? – მოესმა საიდანღაც შორიდანმოიხედა
ეგ სულ ასე დარბისკიდევ დიდხანს დარჩა… – ვერ მიხვდა, გაიგო თუ ვიღაცის ტუჩებზე წაიკითხა ბრბოში
მახო უხმოდ შეტრიალდა და გზას გაუყვა ჩქარი ნაბიჯით. ჩამოვა ლია. აუცილებლად ჩამოვა. და ხვალიდან ქვეყნის დასალიერამდე დაელოდება მახო აქ, გაჩერებაზე, პატარა, ოდესღაც ყვითელ ავტობუსს
2003

Комментариев нет:

Отправить комментарий