суббота, 19 марта 2011 г.

ვერონიკას თმები

აბსურდმა
გაუსაძლისმა ტკივილმა თავით ფეხამდე ჩაუარა და ყველაფერი დამთავრდა. თვალებში კაშკაშა შუქი შემოიჭრა. უსასრულო ცივ სიცარიელეში ყრუდ ბუბუნებდა უცხო ხმები. ირგვლივ ჩრდილები ლიცლიცებდა. ყველაფერი უცნაური და საშიში იყომერე დრო ცხვირ-პირში მძლავრ ჭავლად შეასკდა და მკერდში ტკივილით ჩაიღვარავიღაცის ალერსიანმა ხელებმა ჩაიბარა და თავბრუდამხვევად გააქროლა არაბუნებრივად გადმოშლილი სხეულები. პირიდან რაღაც უცხო ამოხეთქვას ლამობდა და
ჩვილის კნავილმა დანასავით გაჭრა შეგუბებული მოლოდინი.
ფილტვები გაეხსნამეორესაც გაეხსნა, – ბებიაქალმა მთრთოლვარე ხელით ცივი ოფლი მოიწმინდა. გონს ჯერაც ვერ მოსულიყო.
მშობიარე ერთ უშველებელ იარად ქცეულიყო. როცა ტყუპი თავი ერთდროულად წამოვიდა, ბევრის მნახველ ბებიაქალს ენა წაერთვაგონს მოსულ დედას ლამის ხელახლა შეუწუხდა გულიკეფით გადაბმული პაწაწინა სხეულები ცოცხლად ამოძრავებდნენ გამხდარ კიდურებს
ჩვილობისას დედა რიგრიგობით უნაცვლებდა გვერდს. მერე, როცა ერთდროულად ვეღარ ძრავდა, ორივესთავისიმხარე გაუჩდავერონიკამ მარჯვენა გვერდზე არჩია ძილი, ლიზას მარცხენა დარჩა
ვერონიკა ყოველთვის არჩევანი იყო. გადაბმული თავები ისე ტრიალდებოდა, როგორც მას სურდა. ლიზა მხოლოდ გაფაციცებით ცდილობდა გამოეცნო მისი ყურადღების ობიექტი და შთაბეჭდილებები. ლიზას ჩვეულებრივი სიარული უკუსვლა იყო ვერონიკას ნაკვალევზე. ბავშვობაში ლიზა ზოგჯერ უძალიანდებოდა, ჯიუტობდა, კიდურებით, მთელი სხეულით ფართხალებდა, მაგრამ კეფით მყარად მიბმული, ბოლოს მაინც უთმობდა უფრო ძლიერ დას. ისიც თავის ნებაზე დაატარებდა
მერე დრომ ბასრი ქანქარით კარგად გაუშალაშინა კონტურები მათ ხასიათებს, ისე რომ ნიშებივით მოერგენ ერთმანეთს. ამაში გამძაფრებული ინტუიციაც ეხმარებოდათ. განსაკუთრებით ლიზასის ლამის ციტირებულად კითხულობდა ვერონიკას აზრებს.
თუმცა შერეულმა სისხლმა ხასიათები ვერ შეურია. მათი საერთო თავები განსხვავებულადხარშავდნენყოველდღიურობის სინქრონს. ვერონიკაბედსშეგუებულის სიმამაცით, ლიზაბედსშეგუებულის მელანქოლიით. მელპომენეს ნიღაბივით მუდამ ტრაგიკული დედისაგან განსხვავებით, უფრო ხალისიანები იყვნენ, სანამ წლებმა მეწყერივით ჩამოარეცხა უდარდელობასანამ ჩვევის უდრტვინველ სიმწვანეში აკრძალვათა ჭანჭრობი აღიქვესდისკომფორტი მესამე ტყუპივით მიჰკვროდათ კეფაზე, ისიც შესისხლხორცებული დაბადებიდანვე, ამიტომ ასეთი ჩვეული
ყველაზე მეტად ხალხის აბეზარი ყურადღება აწუხებდათ. მაღაზიაში გასულებს მთელი ქუჩა პირდაღებული უჩერდებოდათ. მანქანები, სადაც არასდროს მჯდარან, ლამის ავარიებს ახდენდა. ამ დროს ვერონიკა თვალებს ხრიდა და ისე აგრძელებდა ღინღილს, უკანმოარული ლიზა კი მსხვერპლივით უილაჯოდ აფაციცებდა თვალებს სახტად დარჩენილ გამვლელთა სახეებზე.
ამის გამოც არ გადიოდნენ არსად. მათი სივრცე ორისათვის მეტად მცირე იქნებოდა, რომ არა გადაადგილების სირთულე. საძინებელი, საერთო ოთახი, პატარა ბაღი, მაღაზიაეს იყო მთელი მათი სამყარო. და კიდევიქვე, ქუჩის კუთხეში, ქალთა სალონი.
სალონი მათ ერთადერთ ქალურ მოთხოვნილებას ეპირფერებოდაფრჩხილებს უწესრიგებდა. მდედრის ჰორმონი მაინც იტყუებდა მათთვის გაუვალ ბილიკზე, რათა რაღაცა მაინც მოსწონებოდათ თავში, თუნდაც ხელის ფრჩხილებიპატარა ოაზისები ბევრ შეუხედავ ქალთა უსახურობის უდაბნოშიტყუპები კვირაში ორჯერ, როგორც სხვებითეატრში, ისე ემზადებოდნენ სალონში წასასვლელად. ხელებს რიგრიგობით იწესრიგებდნენჯერ ვერონიკა, მერე ლიზა. სანამ ერთი ნებიერად, მთელი ქალური ღირსების შეგრძნებით ალბობდა ფრჩხილებს, მეორე გაფაციცებით ადევნებდა თვალს სალონის ფაციფუცს. აქ განსაკუთრებული პატივით იღებდნენმათი აკურატული ვიზიტები კლიენტებს იზიდავდა, თუმცაღა პატარა ქალაქში ყველას ენახა.
ტყუპები თანაგრძნობასა და ცნობისმოყვარეობას ისე იოლად არჩევდნენ, როგორც ლობიოს მარცვლებს გამხმარი ჩენჩოდან. ხაზგასმული უყურადღებობიდან გაელვებული ქურდული მზერები ფოტოაპარატის კვესებივით ჭრიდათ თვალებს. თუმცა, ეს არ თრგუნავდათ და არც სწყინდათ. ამ დროს განსაკუთრებით შეკრულები იყვნენ, განსაკუთრებით ერთიანნი. მაგრამ ეს ძალას არ აძლევდათ, იმიტომ რომ სწორედ მაშინ ერეოდათ ყველაზე მეტად ერთი ადამიანის მარტოსულობა.
სალონი ტყუპებისთვის მჩქეფარე ცხოვრების სიმბოლო იყო. გადი-გამოდიოდნენ ქალებისხვადასხვა ასაკისა და გარეგნობის, განსხვავებული ვარცხნილობებით და გემოვნებით, მაგრამ, ღმერთო, რა ერთნაირებიერთნაირად ჩვეულებრივებიჩვეულებრივად ბედნიერებიაღუქმელად ბედნიერები
ეს ქალები ტყუპების პირდაპირ მდგარ სავარძელში სხდებოდნენ და იმ ადგილის სტილისტ პელეს დეტალურად უხსნიდნენ სასურველ ვარცხნილობას. პელე დასტურის ნიშნად თავს იქნევდა და მაკრატელს იმარჯვებდა. ეს ვერონიკას საყვარელი სანახაობა იყოროგორ ჩაკვალავდა ჩოღერა სავარცხელი თმის ჭავლს, როგორ ჩამოუვლიდა წკარუნა მაკრატელი თავისუფალ, მხოლოდ საკუთარ კეფასპელე აუცილებლად ჩაძირავდა დიდ ხელს მორიგი კლიენტის თმაში და აღტაცებით ეტყოდა: „რა არაჩვეულებრივი თმა გაქვთჯანმრთელისხივიანი…“ ქალი, როგორც წესი, იფერებდა კომპლიმენტს და იქვე ავიწყდებოდავერონიკა კითვალებით ჭამდა ქალების თმებს, განსაკუთრებით გრძელ თმებზე რჩებოდა მზერა. ვერაფრით მიმხვდარიყო, როგორ შეიძლებოდა, ქალს ეოცნება გრძელ ფეხებზე, დიდ თვალებზე ან კენარ ტანზე, როცა არსებობდა ისეთი ნეტარება, როგორიცაა გრძელი თმასაკუთარი, მხოლოდ თავისიდა როცა პელე ვინმეს თმას უქებდა, ვერონიკა ძალიან ღელავდაგულიც კი ეკუმშებოდამისი აზრით, იმ ქალს ისეთი ბედნიერება უნდა ეგრძნო, ისეთი აბსოლუტური კმაყოფილება, რომლის იქით ყველაფერი მთავრდება დადასასრულიიწერება
სიამის ტყუპებს პელე მხოლოდ ზრდილობიანად ესალმებოდა და მერე შემწყნარებლურად არ აქცევდა ყურადღებასხშირად იგი კანიდან ძვრებოდა თავისი უყურადღებობის დემონსტრირებისასკეთილი ხასიათის გამო. პელე საკმაოდ მხიარული ახალგაზრდა იყო, ჯიშიანი ულაყივით მჩქეფარე ენერგიითა და კროსვორდული განათლებით. წაბლისფერი თმა მოვლილი ფაფარივით ეყარა ზურგზეყველაზე მეტად კლიენტებთან საუბრისას საკუთარი ნაკითხობის დემონსტრირება უყვარდა
იმ დღეს პელეს ხელფასი მოუმატეს და განსაკუთრებულ ხასიათზე იყო. მყისიერი მოძრაობებით შეუსწორა კლიენტს ვარცხნილობა და ყავის დასალევად თავისუფალი დროც დარჩა. უცებ მზერით ვერონიკას შეხვდა. უხერხულობის დასაფარად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. გაოგნებული გამომეტყველების დანახვისას კი რიხიანად განაცხადა:
რა მშვენიერი სახელიავერონიკა! ტყუილად კი არ შეარქვეს თანავარსკვლავედსვერონიკას თმები“! მართლასწორედ ახლა, აპრილში, ცაზე ძალიან მკაფიოდ ჩანსმაგრამ იცი, რა არის ჩვენს შორის დიდი დამთხვევა? – დაიხარა ვერონიკას ყურთან – „პელეს თმებიცარსებობსოღონდ, ცოდვილ დედამიწაზევულკანის გაქვავებული ლავის კატეგორიას ჰქვია ასე
საკუთარი გულისხმიერებითა და ერუდიციით კმაყოფილმა პელემ დაცარიელებული ყავის ჭიქა მანიკიურის მაგიდაზე დადო და მორიგი კლიენტისაკენ გაემართა. „-, როგორ გიკითხოთ! სად დაიკარგეთ, ასეთ არაჩვეულებრივ თმას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ!“
ვერონიკას სამყარო თავზე ჩამოემხო, მოულოდნელი ზვავივით ერთბაშად და დამარეტიანებლად. რამდენიმე წუთი გონებაგათიშული იჯდა. როცა წასვლის დრო მოვიდა და ადგნენ, ლიზა ჩვეულებისამებრ დაელოდა, როდის დაიძრებოდა ვერონიკა და მექანიკურად უკან გადადგა ნაბიჯი. ვერონიკას ფეხი აერია, წაბარბაცდნენ და, პელეს რომ არ მოესწრო და არ შეშველებოდა, ორივე ტყუპი იატაკზე აღმოჩნდებოდა. წონასწორობა უცებვე აღიდგინეს, პელემ მზრუნველად მიაცილა დები კარამდე
ამის შემდეგ, სალონში შესვლისას ვერონიკას ლამის მუხლი ეკვეცებოდა. იჯდა პელეს პირდაპირ, ღმერთს სთხოვდა, ლიზასთვის რაც შეიძლება დიდხანს ეკეთებინათ მანიკიური და ყოველ წამს აგემოვნებდა. ხარბი თვალებით აკვირდებოდა, როგორ აწესრიგებდა პელე მორიგ კლიენტს, გული სიავით აუძგერდებოდა ხოლმე, როცა კაცი კომპლიმენტებად ეღვრებოდა სხვებს. პელეს ყოველი სიტყვა, ყოველი მოძრაობა დამღასავით იბეჭდებოდა ვერონიკას გახელებულ ტვინში, რათა მოგვიანებით, პირობით მარტოობაში, ფირივით დატრიალებულიყო, ჟანგბადივით შეჭრილიყო მისი უსურვილო გულის ვაკუუმში. პელეს არაფრისმთქმელმა მონოლოგმა, თვალის ჩაპაჭუნებამშეთამაშების ამ ძველმა ჟესტმა, მისმა შეხებამ, როცა ვერონიკას წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა, – ადვილად ამოძირკვა დაბადებიდან მოყოლილ აკრძალვათა ვრცელი სიიდან სიყვარული. ვერონიკა თვალს არ აცილებდა პელეს და გაუცნობიერებელ ოცნებებს ენთქმევინებოდა. თავისი ადგილიდან მძაფრად გრძნობდა კაცის ხმაურიან სუნთქვას, მისი შორეული სიახლოვისგან კანი უხურდა. ლამის ცხადად გრძნობდა თმაში კაცის მოსრიალე თითებს. ჯიშიანი ულაყივით სიცოცხლით სავსე პელე თავის ნებაზე დააჭენებდა ვერონიკას ყალყზე დამდგარ, გაუწვრთნელ გრძნობებს, თავბრუდახვეულს და მთვრალს
ლიზასთვის კილიზასთვის ისინი დანაელთა ძღვენივით ვერაგი აღმოჩნდა. გარეგნულად ხესავით უხორცო და უსიცოცხლო, ვნებები შიგნიდან დაერია უშფოთველად მთვლემარე ლიზას გულს. ვერონიკას სისხლით გადმოხვეწილმა ადრენალინმა პელეს მზერის გამოცნობა ასწავლა. დაბურძგლული კანი და ხორცის მხურვალება აგრძნობინებდა, რომელი მხრიდან უახლოვდებოდა პელე კლიენტ ქალსვერონიკას სიყვარულის შედეგები ზვირთებივით ატყდებოდა თავს. ლიზა ტალღის მოლოკილი ნაპირივით იბარებდა მკერდზე ნაქარიშხლარს, რომელიც მღვრიე ფანტაზიას უღვივებდარა ხდებოდა იქ, შუა ოკეანეშიმასაც შეუყვარდა პელე, იმიტომ რომ ვერონიკას გავლით ცხოვრობდამისი ამობრუნებული პირივით იყოშეუყვარდა, როცა ღამღამობით ვერონიკას სისხლი არ აძინებდაროცა სიბნელეში თვალდაჭყეტილი, მეორადი ნედლეულივით ამუშავებდა ძლივს ჩაძინებული დის შთაბეჭდილებებს
საღამოობით ვერონიკას აივანზე ყოფნა შეუყვარდა. იდგნენ დები და ცადაქნილზევერონიკას თმებსეძებდნენ ვარაუდით
რომლის გულმა შვა პირველად ფარული გაღიზიანება, არ იცოდნენ. ასე ღიზიანდება ადამიანი სირსველიან კიდურზე, რომელიც თუ არ მოიკვეთა, მთელ სხეულს გაიყოლებსთუ არ მოიკვეთა ალაფად დათრეული ტკივილით
ამაზე ვერონიკა ალაპარაკდა. გულგახეთქილი ლიზა მხოლოდ უსმენდარისკი დიდი იყო. უზარმაზარი. ვა-ბანკი არ იყო ლიზას ხასიათში. ის უკუღმა სიარულს იყო ჩვეული. ცხოვრების ზურგით აღქმას. ვერონიკას აზრებით ფიქრს. მისი ოცნების სურვილს. დუმილს. ის, ლიზა, კიდურივით იყო, ვერონიკას ზედმეტი, უსარგებლო, სულიერი რუდიმენტივით. ან თმებივითთავზე მიბმული, ზედმეტად მძიმე და ზედმეტად გრძელიმოსაჭრელიის, ლიზა, ვერონიკას გარეშე არაფერი იყო. ყველაფერი კარგადაც რომ დასრულებულიყო, ვერ წარმოედგინა სიცარიელე და სიცივე ზურგსუკან. ეს სიცარიელე ისე გადმოიღვრებოდა მასში, ისე შეავსებდა, სულ გამოდევნიდა მას, ლიზასთუკი ის სადმე არსებობდა საერთოდთუ ილუზია არ იყო, როგორც სადღაც ვერონიკას თმების თანავარსკვლავედი, – მათი ძვრების უნებური სათავე
ვერონიკა ფორიაქობდა. რა საოცარი იქნებოდა თავისუფლებასიმჩატე. როცა შეიძლება არ ეფორთხიალა თავგადაწეულსროცა ვალდებული ლოკომოტივივით არ უნდა ეთრია ზურგით მძიმე ვაგონი. როცა ზოგჯერ წელში მოხრას შესძლებდაკოსმეტიკას წაისვამდაქუსლიანი ფეხსაცმელებით იბაკუნებდადა თმებს, თმებს დაივარცხნიდაგადაწევდა თავს, დაიბანდამარტო ერთს, მხოლოდ თავისასპელეს დაავარცხნინებდაისიც ეტყოდა, რა ლამაზი, სხივიანი თმა გაქვსოპელეს თითებს იგრძნობდა თავზეთმებსლამაზ, ფაფუკ თმებს, – ზურგზე, მხრებზე, მთელი სხეულით იგრძნობდა, მთელი შეკუმშული სურვილებითზეშეკუმშული და ზეუჩინარი
პელეს, ცხადია, წარმოდგენაც არ ჰქონდა, „ვერონიკას თმებითუნებურად ვარსკვლავებისკენ რომ აახედა ტყუპები. მისთვის ისინი საწყალი ინვალიდები იყვნენ. სხვის მდგომარეობაში შესვლა ძალზე მტკივნეულია, ამიტომ ბევრი ცხოვრებას იმარტივებს. ღმერთის ძალას თუ შეუძლია, იტვირთოს ყველას ტკივილი ერთადალბათ, ამიტომ არიან ნეტარ მოწყალენი
გულადობისთვის
* * *
მომავალი ოპერაციის ხარჯები კლინიკამ საკუთარ თავზე აიღო. მხოლოდ თავის პატარა ქალაქში ცნობილ ტყუპებს ახლა მთელი მსოფლიოს ტელევიზიები აჩვენებდა. ინტერვიუებს ძირითადად ვერონიკა აძლევდა. პირდაპირ იყურებოდა კამერის ობიექტივში, მოსწონდა კიდეც თავსდამტყდარი პოპულარობა. ლიზა სივრცეს ათვალიერებდა სადღაც შიდა უსასრულობაში მომზირალი თვალებით და დუმდა. ჩაჟინებული ჟურნალისტების შეკითხვებზე დაბნეულად იღიმებოდა დაკიანარასპასუხობდა. აშკარად ეტყობოდა, რა მძიმედ ითმენდა აჟიტირებულ საზოგადოებას კამერების წინ და კამერების მიღმა
„… ყოჩაღრა სიმამაცეაარანაირი გარანტიები არააექიმები მხოლოდ ერთ-ერთს უწინასწარმეტყველებენ გადარჩენას… – და მაინცმაინც წავიდნენ ამაზერა გულადობაა… – თავისუფლების რა წყურვილივერონიკას ექიმი სურს გამოვიდეს, ლიზასადვოკატიარა, ლიზა?“
მოლოდინს თალხისფერი გადაეკრა.
* * *
აბსურდმა ნელ-ნელა ჩანისლა რეალობა. ერთ სხეულამდე დაპატარავებულ სამყაროში ძირისძირამდე მისაცეცდა ზაფრა. ბოლომდე ჩაქრა ნების ილუზია. საშინელი ძალა ზვირთებად ექაჩებოდა უსასრულობაში. გაუსაძლისმა ტკივილმა თავით ფეხამდე ჩაუარა და ყველაფერი დასრულდა. თვალებში კაშკაშა შუქი შემოიჭრა. უსასრულო სიცარიელეში ყრუდ ბუბუნებდა უცხო ხმები. ირგვლივ ჩრდილები ლიცლიცებდა. ყველაფერი უცნაური და საშიში იყო. მერე დრო მკერდიდან ტკივილით გადმოიღვარა და ცხვირ-პირიდან მძლავრ ჭავლად გადმოასკდაალერსიანმა ხელებმა ჩაიბარა და თავბრუდამხვევად გააქროლა შუქიან სიმშვიდეში
დავკარგეთმორჩა… – ქირურგმა მთრთოლვარე ხელით ცივი ოფლი მოიწმინდა. ჯერაც ვერ მოსულიყო გონს
* * *
დაბრძანდითახლავე… – პელემ ენერგიულად შეათამაშა ლამაზი სხეული და მორიგ კლიენტს სავარძელი გამოუწია.
რა მშვენიერი თმები გაქვთსხივიანი… – შეუცურა ხელი გრძელ ფაფუკ თმაში. – შეგჭრათ თუ ვარცხნილობა გაგიკეთოთ? – ჰკითხა სარკეში ახალგაზრდა ქალის გამოსახულებას.
დამვარცხნეთ.
პელე არ განძრეულა. ერთხანს დაჟინებით შესცქეროდა გამოსახულებას. მერე მზერა ქალზე გადმოიტანა.
რა ნაცნობი სახე გაქვთ, – გაუღიმა პელემ, – თითქოს ადრეც შევხვედრივართ, მაგრამ ვერაფრით გამიხსენებია თქვენი სახელი
ვერონიკას თმები, – ძალიან სერიოზულად მიუგო ლიზამ.
სარკეში თითქოს ძლივს შესამჩნევად გაიღიმა ანარეკლმა
2004
ნელ-ნელა ჩანისლა რეალობა. ერთ სხეულამდე დაპატარავებულ სამყაროში ძირისძირამდე მისაცეცდა ზაფრა. ბოლომდე ჩაქრა ნების ილუზია. საშინელი ძალა ზვირთებად ექაჩებოდა უსასრულობაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий