суббота, 19 марта 2011 г.

ბარათი გალატეას

სხვისი
მაინც, რამ შეიძლება აიძულოს ზნეობრივი ადამიანი საკუთარ პრინციპებს მოხდენილად გადაახტეს? არამდგრადმა პიროვნულობამ, იტყვით თქვენ. მაგრამ თუ ამ ადამიანმა 30 წელიწადს ისე მიაღწია, საბაბიც კი არავისთვის მიუცია თავის კაცურკაცობაში დასაეჭვებლად? შესაბამისი მიზეზი არ მიეცემოდაო, ჩაიცინებთ. შეიძლება. თუმცა, რომ დავიწყოთ გამორკვევა, ყოველ ჩვენგანს რომელიშესაბამისი მიზეზიგაგვიტყუებდა გზიდანუმწიკვლოდ მაღალზნეობრივ აქილევსებს ერთობ გაუმართლდათგანგებამ მათი ქუსლი დაინდო და ის რვაბალიანი ეპიზოდი არ გაუთამაშდათ ცხოვრებაში, რომელიც ხსენებულ მაღალზნეობას აგურებამდე დაანგრევდა
თუმცა, ლექსოზე ამ ყველაფრის მისადაგება უსამართლობა იქნებოდა. მას, ახლა რომ ვთქვათ, განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია. უბრალოდ, სხვისი წერილი წაიკითხა, თავისი მეგობრის, რომელიც მას ენდო. მეტიც, ბარათის იმ ქალისთვის გადაცემაც სთხოვა. ქვეყანა არ დანგრეულა. არც ზნეობის კოშკი, ისეშეტორტმანდა, და შემდეგ, ვალმოხდილმა, სინდისს მიამიტად ამინდზე ჩამოუგდო საუბარი
ამინდი კი მართლაც შესანიშნავი იდგააპრილის დასაწყისი იყო. მოკლედ, აღწერაც არ უნდა. ერთი შტრიხიქარებისგან გაკავებული თბილისი უცებ მოვარდნილ სითბოში ლღვებოდა და გონს მოდიოდა.
ჰოდა, იჯდა ასეთ დილას ლექსო პროზაულ ოფისში (როგორც იტყვიან, „ნემსებზე“) და ახალ მდივან გოგონას („აუ, რა ჰქვია?! ეკაარა, მაკათუ მაინც ეკა?!“) საკუთარი ფიქრების ჩასახშობად რაღაც უაზრო დავალებებს აძლევდა.
ლექსოს ეგონა, წერილის წაკითხვა იმ შემაწუხებელ ინტერესს დაუკმაყოფილებდა, რომელმაც ბოლო თვეა ლამის სიგიჟის ზღვრამდე მიიყვანა. პირიქით კი მოხდალექსოს ძმაკაცი და მთავარი ავტორიტეტი ბექაქალების მუსუსი, თავქარიანი, საკუთარ თავზე უზარმაზარი წარმოდგენის მქონე ცნობილი მხატვარი („ისე, რაზეა საუბარი, მართლა ნიჭიერია ეგ ვირისთავი“ – დიდსულოვნად აღიარებინა დანაშაულის გრძნობამ) და უცებსაათობით დამუნჯებული, გადაფითრებული და დასერიოზულებულიმისი ცვლილება ისეთივე წარმოუდგენელი და კატასტროფული იყო, როგორც დედამიწისთვის ორბიტის შეცვლა.
რაც ყველაფერზე უარესიალექსო ანტენასავით მოიმართა ამ უცნობი ქალის ტალღებზე, რომელიც საოცრად განსხვავებული, განსაკუთრებული და ერთადერთი ყოფილა, რადგან ბექას თაყვანისცემა გამოიწვია.
ლექსოს რომ ბექა ახლა გაეცნო, როცა იგი უკვე ცნობილი მხატვარი გახდა, ასეთი ნაცნობობით, ალბათ, დიდად თავმოქონილი იქნებოდა, ბექას ცამდე აიყვანდა და დაუფიქრებლად გადაეშვებოდა მისთვის ცეცხლსა და წყალში
არა, ლექსო ახლაც მზად იყო მეგობრისთვისთუმცა პირველ შემთხვევაში ეს იქნებოდა თავგანწირული მადლიერება შემჩნევისათვის, ხოლო ახლამიმტევებლური მადლიერება გახსენებისთვისისინი პირველი კლასიდან მეგობრობდნენ, – ერთად იჩხუბეს პირველად, ერთად გამოთვრნენ გონის დაკარგვამდე, ერთად დაკაცდნენ, ერთნაირი გოგონები მოსწონდათმაგრამ როცა ბექა უეცრად, ერთი ხელის (თუ ფუნჯის) მოსმით ავარდა ზემოთბევრად, ბევრად ზემოთხშირად უფრო ადვილია, მტერი შეიყვარო, ვიდრე მოყვასს ნიჭში მოულოდნელი უპირატესობა აპატიო
ლექსოს მეათედ მაინც გაექცა ხელი მოკეცილი ფურცლისკენბექასათვის უჩვეულო ტონმა კიდევ ერთხელ უსიამოდ გააოცა. სულ გააფრინაო, გაიფიქრა და ფურცელი გაშალა.ნაპოლეონი-ჟოზეფინას“, – წაიბურტყუნა თავის გასამხნევებლად, მერე ეკას თუ მაკას ჭიქა ყავის მოდუღება სთხოვა
ვიცი, ახლა არა ხარ განწყობილი, ჩემი ახსნა-განმარტებები ისმინო. არც მე ვარ განწყობილი თავის მართლებისათვის. ძალიან მენატრები. მიყვარხარ. ნუ ჩაგეცინება მწარედ, უბრალოდ დამიჯერე, თუ შეგიძლია.
წერილობით უფრო გამიადვილდება აზრის გადმოცემა. ხომ ვიცი, რომ დაგინახავ, ხმასაც ვერ ამოვიღებ.
გახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი? ვარდი, რომელიც გხვდებოდა ყველგან, სადაც მიდიოდისახლის სადარბაზოში, კარებზე, ავტობუსშიაც კიშენ წამით გაირინდებოდი და მერე მხოლოდ თვალებით დაუწყებდი ძებნას უხილავ თაყვანისმცემელსისე, ერთხელაც ვერ შემამჩნიე.
გახსოვს თებერვლის თბილი საღამო, როცა გაჩერებაზე მოახლოებულმა კაცმა გულის ჯიბიდან ვარდის კოკორი ამოაცურა და უხმოდ, პაროლივით გამოგიწოდა? არასოდეს დამავიწყდება შენი შემცბარი სახე, როგორ ფრთხილად გადმოიტანე მზერა ყვავილიდან ჩემს სახეზე. მაშინვე მივხვდი, რა მყარად მომიკიდია ფეხი შენს ფიქრებშიისეთი მომლოდინე თვალები გქონდა, შეშინებული, რომ ჩემი გარეგნობა იმედებს გაგიცრუებდა
მაპატიე, ჩემი ქცევა სულაც არ ნიშნავდა, რომ შენს ცოლად მოყვანაზე ვოცნებობდი. ამაზე არც მიფიქრია. ნუ გაგეყინა თვალებიეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მიყვარდი.
შენ არ შეიძლება არ შემყვარებოდიროგორც გვიყვარს ჰაერი, წყალითითქოს იმიტომ ვცხოვრობდი, რომ შემხვედროდი.
შენ ბუნების დიადი შედევრი ხარვერ აგიხსნიშექმნილი თითქმისუფრო აღქმადი, ვიდრე ხილვადი, ჭკუიდან გადასვლამდე გენიალური შტრიხებით.
როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ერთდროულად ასე ჰაეროვანი და ტოვებდეს ძვირფასი ლითონის სიგლუვის შეგრძნებასდასდევდეს გულსაკლავად ტრაგიკულის, როგორც ჭეშმარიტ მშვენიერებას, და თანბედნიერი აღმაფრენის განცდაიყოს ასეთი არაამქვეყნიური და თანაც მიწიერი. თვით შენი გარეგნობაც სილამაზისა და სიუშნოვის ისეთ ბასრ ზღვარზეა, რომ თავგზა დამაკარგვინაშენ ისე შეკრული და სრულყოფილი ხარ, როგორც თვით სამყაროერთიანი წინააღმდეგობათა ჰარმონიულ შერწყმაში.
შენ მაშინ ქუჩაში მიდიოდი, ჩემსკენ პროფილით. მერე ნელა გამოიხედე, ტაქსს ხელი დაუქნიესაბედნიეროდ თუ საუბედუროდ არ გაგიჩერა, და შევძელი მალულად სახლამდე გამოგყოლოდიმაგრამ ახლა სხვა რამის თქმა მსურსშენს მოძრაობას, პროპორციებს, ნაკვთებს, ყელის ნელა შემობრუნებას, ხელის ტრაექტორიას, ტუჩის უკმაყოფილო აბზუებასა და სხვათა და სხვათა შორის უზარმაზარი ჰარმონია ვიგრძენი. მე არ გეტყვი, რომ შენისთანა მშვენიერი ამქვეყნად არავინ დაბადებულა, მაგრამ ღრმად მწამს, თუ ევა არსებობდა, ის შენ იყავი
შენ, ალბათ, არც გეგონა, ამდენი ლაპარაკი თუ შემეძლოსიტყვაძუნწი შენს წინაშე უაღრესმა მოწიწებამ გამხადა. თითქოს ბურანში ვცხოვრობდი. გხვდებოდიმივდიოდი სახელოსნოშიგხატავდიისევ გხვდებოდი. შენ ხომ ერთხელაც არ მჯდარხარ ჩემი მოლბერტის წინ. მაგრამ შენი სხეულის ნიუანსები, შენი პიროვნების ხასიათი და იდეა, ალბათ, იმაზე მკაფიოდ მაქვს გონებაში ჩაბეჭდილი, ვიდრე ეს შეიძლება რეალურად ჩანდეს სხვათათვის. არც მომსვლია აზრად მოდელობა მეთხოვა. თითქოს ეს დაგაკნინებდა
მერე კი შენ დაქორწინებაზე ჩამოაგდე საუბარი
ცოლი
როგორ გითხრაშეიძლება, ცოლად გყავდეს ხელოვნება, ან ჰარმონია, ან ოცნება, თუნდაც ქალის სხეულით ფორმაშესხმული?
ჩვენზე სიტყვაძუნწი წყვილი, ალბათ, მსოფლიოში არ მოიძებნება. თუმცა, რა საჭიროა სიტყვები. აქამდე არც იმაზე გვისაუბრია, რასაც, შეიძლება, ჩვენი დაცილების მიზეზად მიიჩნევდი
თავიდან ძალიან განვიცადე. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყომაპატიეასეთი უძლურება მხოლოდ შენთან მჭირსსურვილიც კი რაღაც უცნაური, არაამქვეყნიური მაქვს შენს მიმართ.
როცა ერთხელ ყელში ამოგივიდა და ინიციატივა გამოიჩინეროცა უნიჭოდ და მოგონილი სითამამით, შებოჭილი მოძრაობებით სტრიპტიზი მომიწყე და შენი ღვთაებრივი სხეული გააშიშვლეისეთი საწყალი, მომუდარე თვალებით მიცქერდი, ისე გქონდა საკუთარი თავის რწმენა დაკარგულიმე მივხვდი ბოლოსდაბოლოს, რომ შენ ქალი ხარ და არა იდეა, რომ გაქვს ელემენტარული ადამიანური სურვილები, რომ გინდა ბედნიერება, ცოლობა, დედობამივხვდი, რომ ამას ყოველივეს ვერ მოგცემ. შენ ვერ მოგცემ, მაინცდამაინც შენ, ჩემს იდეალს, სწორედ იმიტომ, რომ იდეალი ხარ, და ჩემს თვალებში და შენ და სექსი იგივეა, რაც რაფაელის მადონა სიგარეტით თითებში
მაპატიე, ძალიან გთხოვ.
მაშინ იყო, ქვითინი რომ ამივარდა და ავღრიალდი. შენ ეს ჩემს უძლურებას მიაწერე, შეცბი, ჩაიცვი, მერე ჩემს თავთან ჩაიცუცქე და მაშინვე ბუნებრივი გახდი. თმებში ნაზად მისრიალებდნენ შენი თითები და მივხვდი, – უნდა გაგიშვა
ჩემი დანახვით არ შეგაწუხებ. რა იქნება, როგორ იქნებაარ ვიცი.
მიყვარხარ და გეთაყვანები…“

მგონი ესაა“ – ლექსომ არეულ ნომრებში საჭირო კორპუსი იპოვა. ერთხანს გაუბედავად შეჩერდა ბნელ სადარბაზოში. „შავგვრემანია თუ ქერა, სრული თუ გამხდარირა ჰქვია, ან როგორი ხმა აქვს, რა ფერის თვალები…“ კიბეზე ნელა ადიოდა, რათა გულისცემას მორეოდა. მთელი გულით და სულით განწყობილი იყო ამ საოცარი ქალის შესაყვარებლად და იქნებმას მაინცრა არ ხდება. ლექსო წვალობდა ამ ორგული აზრებისგან და თან იმედით ივსებოდა.
კარი სტანდარტული იყო, რკინისა, თეთრად შეღებილი. თითქოს მის უკან ჩვეულებრივ ადამიანს ეცხოვროს! ლექსო ერთხანს იდგა დახურული კარის წინ, მერე პანიკური უკანდაუხევლობის გრძნობით თითი ზარის ღილაკს დააჭირა.
საკეტმა რომ გაიჩხაკუნა, ლამის გული ამოუვარდა. გოგონა გაოცებით უყურებდა.
საიდან იცით ჩემი მისამართი, – დაბნეულობისაგან რატომღაც ეს ჰკითხა ეკამ თუ მაკამ, – მობრძანდითდაამატა ყოყმანით.
ლექსო ერთხანს გახევებული უყურებდა თავის მდივან გოგონას, მერე უსიტყვოდ დაეშვა კიბეზე
2002

წერილის წაკითხვაუზრდელობაა და ცუდი ტონი. ამ პოსტულატს შეგნებული ადამიანი ბავშვობიდანვე ატარებს გონების სათადარიგო კუნჭულში (დიახ, „სათადარიგო“ – აბა, ყოველდღე ხომ არ გვხიბლავს სხვისი წერილების კითხვის ცდუნება)…

Комментариев нет:

Отправить комментарий